ამომრჩეველთა უფლებების დაკანონება!

ჩვენ უკვე ვიცით, რომ პირდაპირი არჩევნების წესით არჩეულ პრეზიდენტს კონსტიტუციით შესაძლებელია 200 000-მა ამომრჩეველმა გამოუცხადოს უნდობლობა და დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა, მაშინ როცა იგივე პრინციპით არჩეულ სხვა თანამდებობის პირზე/პირებზე (მაჟორიტარი დეპუტატები, მერები და გამგებლები) არ ხორციელდება უნდობლობის გამოცხადების და იმპიჩმენტის გამოცხადების პროცედურა. აქვე ისმის კითხვა "რატომ?", რატომ არ შეიძლება იგივე პროცედურით უნდობლობა გამოუცხადო და იმპიჩმენტის პროცედურით გაიწვიო ამომრჩეველმა ის პირი, რომელიც ვერ ან არ ასრულებს მასზედ დაკისრებულ მოვალეობას, არ ატარებს ამომრჩევლის ინტერესებს და არ ასრულებს წინასაარჩევნოდ გაცემულ დაპირებებს?! მით უმეტეს, რომ დემოკრატიის პრინციპებიდან გამომდინარე მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული ამომრჩევლის ინტერესები.

მე, რიგითი ამომრჩეველი გამოვდივარ ინიციატივით, მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილება და ცვლილებიდან გამომდინარე კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოვიდეს ყველა ის კანონი, რომელიც ხელშეუხებლობის იმუნიტეტს ანიჭებს პირდაპირი წესით არჩეულ მაჟორიტარ დეპუტატს, მერებს და გამგებლებს. საკონსტიტუციო და შესაბამისი კანონების ცვლილებების მიხედვით, ამომრჩეველთა გარკვეულ ნაწილს მიეცეს უნდობლობის გამოცხადების და იმპიჩმენტის წესით გაწვევის უფლება, ზემოთ ხსენებულ თანამდებობის პირების მიმართ, რაც მომავალში მაქსიმალურად უზრუნველჰყოფს ამომრჩევლის ინტერესებს, ასევე პირდაპირი წესით არჩეულ პირს მტად ანგარიშვალდებულს გახდის ამომრჩევლის წინაშე.


ზვიადი ბოლოკაძე    Contact the author of the petition