გადავარჩინოთ კინოთეატრი „აპოლო"/Save Cinema "Apollo"

1909 წელს გახსნილი კინოთეატრი "აპოლო" მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი კინოთეატრია, რომელსაც თავისი არსებობის მანძილზე ფუნქცია არასდროს შეუცვლია. კინოთეატრი გამორჩეული ძეგლია როგორც არქიტექტურის, ასევე ქართული კინემატოგრაფის ისტორიისთვის.


2002 წელს კინოთეატრი გაიყიდა კერძო პირზე და ახლაც გაყიდვაშია. მფლობელების მიზნები ბუნდოვანია, მათი თქმით კინოთეატრის ფუნქცია შენარჩუნდება თუმცა "რაღაც ნაწილები" შეიცვლება. არსებობს კიდევ ერთი კულტურის კერის გაუქმების რეალური საფრთზე. შენობამ უკვე დაკარგა პირვანდელი სახე, დანიშნულების დაკარგვის შემთხვევაში კი ეროვნული კინემატოგრაფის ისტორიული მეხსიერებაც განადგურდება.  ამ შენობის სახელმწიფოს მიერ გამოსყიდვა არის „აპოლოს" ხელშეუხებლობის ერთადერთი გარანტი. თუ ხელისუფლება შენობას გამოისყიდის, შესაძლებელი იქნება, მან დაიბრუნოს თავისი პირვანდელი ფუნქცია და დედაქალაქის მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად იქცეს. ნუ დავუშვებთ კიდევ ერთი კულტურული ძეგლის განადგურებას! 

ჩვენ მოვითხოვთ ხელისუფლებისაგან, კერძოდ კი კულტურისა და ეკონომიკის სამინისტროებისგან ყველაფერი იღონონ ძეგლის გადასარჩენად! ჩვენ მოვითხოვთ ხელისუფლებისაგან გამოისყიდოს შენობა და დაუბრუნოს ისტორიული კინოთეატრი საზოგადოებას!

“Apollo” Cinema opened in 1909 and was the first cinema in the whole of the Georgia. To this day, it is one of the world’s oldest cinemas still standing and has retained its original function for over a hundred years. Apollo is a significant monument of architecture, as well as an important artifact of Georgian history of Cinema.
In 2002 the building was sold to a private owner and now it is again up for sale. In case it is sold, the cultural heritage will be abolished and “Apollo” will turn into a casino or a shopping mall. The building has already lost some of its original appearance and losing the function of a cinema as well will finally destroy the cultural memory of Georgian Cinema. However, if the government is ready to step in and buy this building back, “Apollo” can be turned into a working cinema again. Moreover, it can become a crucial cultural centre and new attraction of the city of Tbilisi for cinema lovers from around the world.
For this reason, we demand from the government and especially from The Ministries of Culture and Economics, to do everything in their power to return “Apollo” to Georgian society. Join us to save Cinema "Apollo"!


ტფილისის ჰამქარი, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი, კინოხელოვნების ცენტრი პრომეთე    Contact the author of the petition

Sign this Petition


OR

Your email address will not be published on our site. However, the author of the petition will see all the information you provide on this form.

You will receive an email with a link to confirm your signature. To ensure you receive our emails, please add info@petitions24.com to your address book or safe senders list.
Facebook