STOP TORTURE OF GEORGIAN PRISONERS. PUNISH CRIMINAL OFFICIALS!!!

ჩვენ, ხელმომწერი პირები, შეძრწუნებული ვართ სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში პატიმრების  მიმართ ღირსების შემლახველი და არაადამიანური მოპყრობის, ცემისა და წამების ფაქტების ამსახველი ვიდეო მასალის ხილვით. 
სატელევიზიო და ინეტრენტ მედიის საშუალებით გავრცელებული მასალა ცხადყოფს, რომ პენიტენციალური სისტემის თანამშრომლები, წლების განმავლობაში, სისტემატურად ახორციელებდნენ წამებისა და სექსუალური ძალადობის  აქტებს პატიმრებზე, მათ შორის, არასრულწლოვანებზეც. 
განსაკუთრებით გამაოგნებელია ეს ფაქტები იმის ფონზე, რომ თანამდებობის პირები გამუდმებით საუბრობენ საქართველოში პენიტენციალური სისტემისა და ძალოვანი სტრუქტურების რეფორმის არნახულ, წარმატებაზე, რომელიც მისაბაძია დასავლეთის განვითარებული ქვეყნებისთვისაც;
ცხადი გახდა, რომ საქმე გვაქვს მიზანმიმართულ, სისტემურ დანაშაულთან, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება თავისუფლებააღკვეთილი პირების მიმართ ახორციელებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ:

  • საერთაშორისო თანამეგობრობამ, გაეროს შესაბამისმა ორგანიზაციებმა, ერვოსტრუქტურებმა, მათ შორის ევროსაბჭომ,  ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მთავრობებმა, მორალური და სამართლებლივი შეფასება მისცენ საქართველოს ხელისუფლების მიერ  საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებს;
  • უზრუნველყოფილ იქნას საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების Amnesty International და Human Rights Watch -ის მონიტორინგის მისიების ჩამოსვლა საქართველოში, რათა განხორციელდეს პენიტენციალური სისტემის შიგნით მიმდინარე პროცესების დაკვირვება და კონტროლი  ობიექტური დასკვნის წარმოსადგენად;  საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მონიტორინგის მისიების დაშვება და მუშაობა საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში;
  • საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყოს გამჭვირვალე და ობიექტური გამოძიების ჩატარება ჩადენილი სისხლის სამართლის ქმედებების ირგვლივ და უზრუნველყოს აღნიშნულ დანაშაულებში მონაწილე შემსრულებლების, სასჯელაღსრულების სისტემის ამჟამინდელი და ყოფილი მაღალჩინოსნების, დეპარტამენტების ხელმძღვანელებისა თუ  მინისტრების, მათ შორის:  ბაჩანა ახალაიას, დიმიტრი შაშკინისა და ხათუნა კალმახელიძის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად!

We, the undersigned parties, are deeply concerned with published video materials, illustrating beating, torturing and inhumane treatment of imprisoned persons depriving them of their dignity. 
The video materials, distributed through television and internet media, made it clear, that employees of Georgian penitentiary system, systematically,  through years, executed brutal acts of torture and sexual abuse on prisoners, including juveniles; 
These facts are particularly outrageous, as through years, government officials were systematically referring to growing progress and success of reforms in penitentiary and law enforcement structures of Georgia. Government made reference to the success that was the role model, even for developed, western countries.
The country clearly faces intentional, systemic criminal actions, practiced on prisoners;
Based on above mentioned, we demand:

  • International organizations, including UN, Euro structures, European Commission, governments of Europe and Northern America, provide relevant moral and legal evaluation to criminal actions, taken by Georgian Government against Georgian citizens;
  • The formation and arrival of monitoring missions of international Human Rights Organizations, including Amnesty International and Human Rights Watch, for monitoring and evaluation of process, inside Georgian penitentiary system;  The access and secure working conditions of international Human Right organization monitoring missions, to be ensured by Georgian Government in Georgian penitentiary system;
  • The conducting of a transparent and objective investigation to be ensured by the Georgian Government, into the mentioned criminal cases, for criminal investigation of the responsibility under Georgian law of all participants, including high ranking officials, heads of departments, ministers and particularly: Bachana Akhalaia, Khatuna Kalmakhelidze and Dimity Shashkin.

OR

Your email address will not be published on our site. However, the author of the petition will see all the information you provide on this form.

You will receive an email with a link to confirm your signature. To ensure you receive our emails, please add info@petitions24.com to your address book or safe senders list.
Facebook