საქართველომ შეიფაროს ასურელი ოჯახები

Quoted post

ქეთი

#48

2015-04-15 09:58

 შეიძლება ბევრმა იფიქროს, რომ საქართველო ისედაც გაჭირვებული ქვეყანაა და ვისღა უნდა დაეხმაროს, მაგრამ!!! ადამიანებო!! პატარა ბავშვებს ხოცავენ.. სულის შემძვრელი ფოტოებია გავრცელებული, 5 წლის პაწაწინა ანგელოზებს ხვრეტენ.. იმ აცრემლებული ბავშვის სახე დღემდე თვალწინ მიდგას... ისინი გადარჩენას ითხოვენ! საქართველოში რამდენი ადგილია დაუსახლებელი, სადაც ქართველი ფეხს არ დგამს, იმიტომ რომ თბილისში უნდა ყველას ცხოვრება.. ადგილის პრობლემა საქართველოში ნამდვილად არაა და იმის გამო, რომ აქ გვიჭირს, არ უნდა გავიმეტოთ ეს ბავშვები ჩამოსახრჩობად, დასახვრეტად, დასაწვავად... გააქტიურდით და მივაწვდინოთ ხმა ჩვენს მთავრობას! 

Replies

სალომე

#55 Re:

2015-04-15 10:20:19

#48: ქეთი -  

 ზუსტად! ადგილი ბევრია, მოსახლეობა დავეხმარებით